,,უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვსურს მათთან” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე.

„ჩვენ უკრაინასთან გვაქვს გარკვეული პროცესი. მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრაცია ევროპულ ბაზარში. ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში.

ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ერთად ძალიან ახლოს ვმუშაობთ და ცხადია, გარკვეულ პერიოდში ისინი ჩვენთან იქნებიან. ის [უკრაინა] ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვსურს მათთან“, – თქვა ლაიენმა ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის აუცილებლად უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, მაგრამ პრობლემას ქმნის ვლადიმერ პუტინის მიმართ შერყეული ნდობა უკრაინაში შეჭრის გამო.