უკრაინის ქალაქი ბერდიანსკი ოკუპირებულია – დაიღუპა ერთი ადამიანი

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქი ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.