„ნატოს მოკავშირეები ზრდიან დახმარებას საზენიტო რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებით“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მხარდასაჭერი ტვიტი გამოაქვეყნა. როგორც ვკითხულობთ, ნატო და მოკავშირე ქვეყნები უკრაინისადმი დახმარებას ზრდიან.

„მე ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის და მივულოცე უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამბედაობა. ნატოს მოკავშირეები ზრდიან დახმარებას საზენიტო რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით“, – წერს სტოლტენბერგი.