შვიდი ღამეა არ გვძინავს… ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ – ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს

,,დღეს თქვენ უძლეველობის სიმბოლო ხართ”, – ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრანელ ხალხს მორიგ ვიდეიმიმართვაში. მისი თქმით, 7 ღამე უკრაინელებს არ სძინავთ, თუმცა დადგება მშვიდობიანი დროც, როცა ქვეყანა გამარჯვებას იზეიმებს.

,,რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები. ექვსდღიანი ომის შემდეგ. და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი. და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია. ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ. და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.

უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა – თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა.

შვიდი ღამეა არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ. ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ. მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ. იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე. დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო ხალხი დედამიწაზე. დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.