,,მარტო დგომა და პლაკატები არ შველის, როგორც მინიმუმ კანცელარიის ქვედა სართული ფანჯრები უნდა ჩაილეწოს” – Facebook პოსტის გამო, შსს-მ მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, შსს მოქალაქეებს გამოკითხვაზე იბარებს. უწყება ამბობს, რომ საბა ჯაჯანიძის პოსტი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას შეიცავს.

ჯაჯანიძე ამბობს, რომ გამოკითხვაზე არ წავა და კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხებს:

“რაც შეეხება სტატუსს, სასაცილო მგონია სტატუსებზე ადამიანების დევნა, როგორც მინიმუმ, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ამ ქვეყანაში და დაცულია ეგ, მაგრამ ამის დრო აქვთ როგორც ჩანს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის დრო აქვთ. რა პასუხი უნდა იყოს ჩემგან, რუსული ხომალდის გზას გავუყენებ, ცხადია არ მივალ”, – ამბობს ჯაჯანიძე.

სტატუსში, რომლის გამოც საქმე აღიძრა ის წერდა, რომ მხოლოდ აქციაზე დგომა საქმეს არ შველის და “როგორც მინიმუმ, კანცელარიის ქვედა სართული ფანჯრები უნდა ჩაილეწოს”