ვლადიმერ პუტინი – რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ, ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს ურთიერთობების ნორმალიზებაზე

რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ დროშის აღმართვის ცერემონიაზე განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედება წარმოიქმნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ.

„ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურ თანამშრომლობაზე, ურთიერთობების ნორმალურ განვითარებაზე“ – განაცხადა პუტინმა.