,,საღ გონებას მოკლებულია” – დიმიტრი პესკოვი პუტინის ლიკვიდაციაზე ამერიკელი სენატორის განცხადებას პასუხობს

კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებას გამოეხმაურა.

დიმიტრი პესკოვმა ლინდსი გრემს საღ გონებას მოკლებული უწოდა.

„რუსოფობიის მორიგი მაგალითია. სამწუხაროდ, მართლაც, ასეთ უკიდურესად დაძაბულ ატმოსფეროში და მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა შეერთებული შტატები, მე ვიტყოდი, რომ რუსოფობიური შეტევის ისტერიული მცდელობაა. რა თქმა უნდა, ამ დღეებში, ყველა ვერ ახერხებს ფხიზელი გონების შენარჩუნებას, მე ვიტყოდი, რომ საღ გონებას მოკლებულია“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორის განცხადებით, რუსეთის აგრესიის დასასრულებლად უმარტივესი გზა ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციაა, მისი ახლობელი ადამიანის მიერ.