11 000-მდე ჯარისკაცი, 285 ტანკი, 985 ჯავშანტრასპორტიორი, 39 მოიერიშე თვითმფრინავი – რა დანაკარგები განიცადეს რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ომის დღიდან რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს .

უკრაინული მედიის ინფორმაციით,  24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის 11 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით,  უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაკარგეს 285 ტანკი, 985 ჯავშანტრასპორტიორი, 109 საარტილერიო სისტემა, 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 21 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 44 თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 447 საავტომობილო ტექნიკა, 39 მოიერიშე თვითმფრინავი, 1870 მძიმე და მსუბუქი საარტილერიო ტექნიკა, 2 მსუბუქი კატარღა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 უპილოტო საფრენი აპარატი.