„უკრაინას, რომელიც ჩვენ ვიცით, გვიყვარს და ვიცავთ, არც ერთ მტერს არ დავუთმობთ – უკრაინელები არ ნებდებიან” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დღევანდელ, ბოლო გავცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინელები დანებებას ომის მე-11 დღესაც არ აპირებენ.

ზელენსკი ამბობს, რომ „უკრაინა, რომელიც ჩვენ ვიცით, გვიყვარს, ვიცავთ და არც ერთ მტერს არ დავუთმობთ”.

„როცა არ გაქვს იარაღი და გესვრიან, შენ კი არ გარბიხარ; როცა არ გაქვს ჯავშანი და შენსკენ ჯავშანტრანსპორტიორები მოდის და შენ არ მიდიხარ; ამიტომ ოკუპაცია დროებითია, ის ხელოვნურია. ჩვენი ხალხი, ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ, ისინი არ ნებდებიან, არ წყვეტენ წინააღმდეგობას, ისინი ოკუპანტებს უყვირიან „წადით სახლში”.

ჰერსონში თავისუფლების მოედანი მთელი უკრაინაა. კონოტოპის ქუჩები, სადაც ადგილობრივები ოკუპანტებს უყვირიან “უკრაინა”, უკრაინა, რომელიც ჩვენ ვიცით, გვიყვარს, ვიცავთ და არც ერთ მტერს არ დავუთმობთ,” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.