აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყოს დაცული – ანრი ოხანაშვილი

აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, ყველა სხვა ნაბიჯი შეიძლება იყოს განხილული და მსჯელობის საგანი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის კრიტიკას რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ხედავენ.

მისი თქმით, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მათ შორის, საზღვრის საკითხებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი. მისივე თქმით, სტატისტიკურად რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის კუთხით, წინა წლებთან შედარებით არანაირი ზრდა არ შეინიშნება.

,,თემურ ჯანაშია ვერ მოისმენდა, რადგან არ უნდა მოისმინოს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შესაბამისი უწყებები რომლებიც უფლებამოსილია საზღვრის კონტროლი განახორციელოს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები დაიცვას, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. თუკი იქნება საჭიროება შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა, გაატარებენ და დამერწმუნეთ, ისინი ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, შეიძლება ეს საჯაროდ არ იყოს ცნობილი”, – განაცხადა ოხანაშვილმა