აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დონეცკის ე.წ. რესპუბლიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აწესებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, მის მიერ 26 თებერვალს სახელმწიფოდ აღიარებულ ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” დიპლომატიური ურთიერთობები დააწესა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად მზადდება ,,მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის სახელშეკრულებო- სამართლებრივი ბაზის ფორმირების საფუძველი გახდება”.

,,აფხაზეთის რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის კურსს, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისკენ ისწრაფვის”, – ვკითხულობთ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 26 თებერვალს ცნო.