სამწუხაროდ, პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, გაუგებრობაში აღმოჩნდა – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,შეცდომაშია შეყვანილი”.

,,როგორც ჩანს, უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაურკვევლობაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ,,ქართულმა ოცნებამ” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა და პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის აზრით, სალომე ზურაბიშვილის მიზანია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს.