საზმაუს ყოფილმა წამყვნმა იმედა დარსალიამ არხის მიერ ჟურნალისტისთვის დაბლოკილი რესპონდენტები და თემები გაასაჯაროვა

საქართველოს პირველ არხზე ამჟამად გაჩერებული გადაცემა ,,ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა იმედა დარსალიამ პრესკონფერენციაზე ,,ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული საერთაშორისო ექსპერტების ,,შავი სია” წაიკითხა”.

„შავი სია” – ანუ ის რესპონდენტები, რომელთა ჩაწერაც, დარსალიას თქმით, ჟურნალისტებს არხის მენეჯმენტის მხრიდან ეკრძალებოდათ ასე გამოიყურება:

  • რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა:
  • განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი
  • ასევე ბუკა პეტრიაშვილი
  • თინა ხიდაშელი
  • ლაშა ბაქრაძე ისტორიულ სიუჟეტებზე, ძირითადად საბჭოთა კავშირის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებზე.
  • ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ეკა აკობია
  • კავკასიოლოგი – ლევან ჯეჯელავა
  • ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა – ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო.

დაბლოკილი თემები – საერთაშორისო თემებზე მომუშავე კონკრეტულ ჟურნალისტს დაუბლოკეს:

  • საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში.
  • ბელარუსის აქციები – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო.
  • ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – ,,როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ ცუდი რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია”.

გარდა ამისა, მისივე თქმით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არხზე ცენზურასა და უფლებადარღვევებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, არ ეძლევათ მუშაობის და მედიაპროდუქტების შექმნის საშუალება.