ხალხი მკაფიოდ იკითხავს – რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ? – ერმაკი საქართველოზე

ხალხი მკაფიოდ დასვამს კითხვას – რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ? – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ,,ფორმულასთან” ინტერვიუში საქართველოს მთავრობასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრისას.

,,ლოდინი არ არის საჭირო, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს გამოჩნდა, რომ ადამიანები მსოფლიოში სხვანაირები არიან. დრეს მთავრობები და პოლიტიკოსები ვერ ასწრებენ, მიჰყვნენ ხალხს, ისევე როგორც ქართველი ხალხი. შეიძლება, მოიფიქროთ, როგორ იყოს ამასთან და იმასთან კარგად, მაგრამ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და მხოლოდ დროის საკითხია, როცა ეს ხალხი ძალიან მკაფიოდ დასვამს შეკითხვას – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმები, უკრაინელები არ დაეხოცათ? რას აკეთებთ როცა მათ დღეს ხოცავენ? თქვენ დემოკრატიული ქვეყანა ხართ და დღეს მე ვთვლი რომ თქვენც ასევე ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ იმისათვის, რომ ყოფილიყავით დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.

მე მინდა, მოკითხვა გადავცე ქართველ ხალხს, ჩემს მეგობრებს, მადლობა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის – უბრალო ქართველებს. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ. მინდა გითხრათ, რომ ამას არასდროს დავივიწყებთ, ეს სიტყვებზე მეტია, ეს არის ნამდვილად მეგობრობა. მე მჯერა ქართველი და უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის და, მოდით, პოლიტიკოსები მოერგონ იმას, რასაც ითხოვს და რაც სჭირდება ხალხს. – ამბობს ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში.” – აღნიშნავს ერმაკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი,  დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია არ შეესაბამება იმას, რასაც ქართველები გრძნობენ.