ჯო ბაიდენი – ვლადიმერ პუტინი არის ყასაბი

ვლადიმერ პუტინი არის ყასაბი, – ასე მოიხსენია ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი.

ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, რაზეც აშშ-ის ლიდერმა უპასუხა, – „ვლადიმერ პუტინი არის ყასაბი. ეს არის ის, რასაც მე ვფიქრობ”.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ამგვარ ადგილებში სტუმრობისას მას ყოველთვის აოცებს ადამიანთა სულის სიღრმე და სიმტკიცე.

„ეს წარმოუდგენელია. როდესაც ამ პატარა ბავშვებს ხედავ, უბრალოდ გინდა, ჩაეხუტო და უთხრა, მადლობა. თითოეულმა ამ ბავშვებიდან თქვა მსგავსი რამ – „ილოცეთ ჩემი მამისთვის ან პაპისთვის ან ძმისთვის, რომელიც იბრძვის“. მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ომის ზონაში გყავს“, – განაცხადა ბაიდენმა.