ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს: მე-5 მუხლი არის ხელშეუხებელი და წმინდა, ამის იმედი გქონდეთ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას, ბაიდენმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, ერთგულნი არიან ალიანსის მე-5 მუხლის. რომლის თანახმადაც, NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება.

„25 წლის წინ, როდესაც აქ, ვარშავის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვედი, დიდი ძალისხმევის შემდეგ, რომ პოლონეთი ნატოს წევრი გამხდარიყო – ვთქვი შემდეგი ფრაზა – “თქვენი თავისუფლება – ჩვენი თავისუფლებაა”, ასე ვფიქრობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვაკავშირებს თავისუფლება და ღირებულებებია. ამერიკის შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი როლი მსოფლიოს სხვა ნაწილში დგას ევროპის უსაფრთხოებაზე, დაცულ ევროპაზე. ჩვენ ვისწავლეთ 2 მსოფლიო ომის სამწუხარო გამოცდილებაზე. ბევრჯერ მითქვამს, რომ ევროპის სტაბილურობა აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ მე-5 მუხლს ვიღებთ როგორც ხელშეუხებელ ვალდებულებად, რაც უკავშირდება ნატოს თითოეულ წევრს. ამ ცვალებად დროში, როდესაც ბევრი რამ შეიცვალა უცვლელია ნატოს აბსოლუტური ერთიანობა, არანაირი გაყოფა. რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ უნისონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინის გათვლა ჩვენი გაყოფა იყო, დასავლეთის ფლანგის აღმოსავლეთისგან განცალკევება – ეს ვერ შეძლო.

ერთად ვდგავართ და ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ პოლონეთმა და აშშ-მა გავაგრძელოთ ერთად დგომა. საგულისხმოა, რომ პოლონეთმა უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ამდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეთ, მჯერა რომ ჩვენ აშშ-მაც, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და გავხსნათ 100 000 ადამიანისთვის ჩვენი კარი. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ კავშირზე ვართ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუპასუხოთ რუსეთის ქმედებებს. ვიმეორებ, მე-5 მუხლი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ამის იმედი გქონდეთ,”- განაცხადა ჯო ბაიდენმა.