17 000 რუსი სამხედრო, 123 თვითმფრინავი – რუსული არმიის დანაკარგი ომის 33-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 28 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

  •  რუსი სამხედრო – დაახლოებით 17 000
  • ტანკი – 586
  • ჯავშანტექნიკა – 1 694
  • საარტილერიო სისტემები – 302
  • MLRS – 95
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 54
  • თვითმფრინავი – 123
  • ვერტმფრენები – 127
  • სატრანსპორტო აღჭურვილობა – 1 150
  • გემები / ნავები – 7
  • საწვავის ავზი – 73
  • ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 66
  • სპეციალური აღჭურვილობა – 21

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.