„არც ერთ მშვიდობიან მოქალაქეს არ განუცდია ძალადობა, როდესაც ქალაქ ბუჩას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ არც ერთ მშვიდობიან მოქალაქეს არ განუცდია ძალადობა, როდესაც ქალაქ ბუჩას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა,” – ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსების მიერ მოწყობილ გენოციდს.

მისივე თქმით, აშშ-ში შეგნებულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბუჩა რუსეთის ჯარების წასვლისთანავე დაბომბეს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სრულად უარყო ეს ცრუ ბრალდებები. მინდა აღვნიშნო, რომ რუსულმა ჯარებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს. უკრაინის ხელისუფლება მთელი ამ დღეების განმავლობაში დუმდა და ახლა მოულოდნელად აქვეყნებს სენსაციურ კადრებს, რათა შელახოს რუსეთის იმიჯი.

„ის ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ბუჩა რუსეთის ჯარების წასვლისთანავე, შეერთებულ შტატებში შეგნებულად უგულებელყვეს. ეს არის ის, რასაც შეიძლება გამოეწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. კიევის რეჟიმი აშკარად ცდილობს, თავისი სისასტიკე რუსეთს გადააბრალოს“, – განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან,  სადაც რუმა ოკუპანტემა გენოციდი მოაწყვეს. ფოტოებში ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები, რომლებსაც დახვრეტის დროს ხელები ჰქონდათ შეკრული.

Massacre of innocents': how the papers covered Russia's atrocities in Bucha | Ukraine | The Guardian

Israel envoy to Ukraine says killing of civilians in Bucha unjustifiable 'war crime' | The Times of Israel

 

Russia denies killings in Bucha, calls images of bodies 'another production' by Kyiv | The Times of Israel

Over 3,800 people evacuated in Ukraine in last 24 hrs amid Russia war | Business Standard News