მარტში წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 27.0%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.6%
  • პური და პურპროდუქტები 23.5%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 20.0%
  • თევზეული 19.0%
  • ზეთი და ცხიმი 17.1%
  • ხილი და ყურძენი 16.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი 15.3%
  • ყავა, ჩაი და კაკაო 14.1%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.5%
  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6%-ით, ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების
  • ექსპლუატაციაზე 29.5%, სატრანსპორტო მომსახურებაზე 6.1% და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3.8%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-ით მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 12.9%
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 11.3%
  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 2.4%