18 300 ჯარისკაცი, 647 ტანკი, 1 844 ჯავშანტექნიკა – რუსების დანაკარგები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 18 300;
  • ტანკი – 647;
  • ჯავშანტექნიკა – 1 844;
  • საარტილერიო სისტემა – 330;
  • სარაკეტო სისტემა – 107;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ;
  • თვითმფრინავები – 147;
  • ვერტმფრენი – 134;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 273;
  • გემი/ნავი/კატარღა – 7;
  • საწვავის რეზერვუარი – 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 92;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.