ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მისი ევროპული მომავალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მისი ევროპული მომავალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის კითხვარის მიღებისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ევროკომისარ ოლივეერ ვარჰეის, რომელმაც მას კითხვარი გადასცა.

„მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შედის და ჩვენ მოუთმენლად ველით, რათა კითხვარი დადგენილი პროცედურების ფარგლების შესაბამისად გადმოგცეთ.

საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მისი ევროპული მომავალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ დავიწყოთ კითხვარზე მუშაობა და გადმოგცეთ. გმადლობთ და მოუთმენლად ველით, რომ საქართველომ წარმატებით გაიაროს ევროკავშირის ინტეგრაციის გზა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.