მარია ოვსიანიკოვას გერმანული არხი Die Welt დაასაქმებს – „პრინციპები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კეთილდღეობა და სიმშვიდე”

მარია ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევარდა, გერმანული არხი Die Welt დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა Die Welt ავრცელებს.

მარია  ოვსიანიკოვა იმუშავებს გაზეთისთვის და  ტელევიზიისთვის როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან.

„ცხოვრება იყოფა ნაწილებად, რაც იყო ადრე და იქნება შემდეგ. რაღაც მომენტში მორალური პრინციპები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კეთილდღეობა, სიმშვიდე და მოწესრიგებული ცხოვრება. უკრაინის ომი იყო გარდამტეხი წერტილი და დუმილი აღარ იყო გამოსავალი,” – თქვა ოვსიანიკოვამ.

შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.