,,პუტინი და შოიგუ უკრაინელებისთვის ციმბირში საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას გეგმავდნენ” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უკრაინელებისთვის ციმბირში საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას გეგმავდნენ.

,,ფართომასშტაბიანი შეჭრის გადაწყვეტილება არა მხოლოდ პუტინმა მიიღო. ეს არის რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. რუსული ურდოს ამოცანაა გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, გაანადგუროს უკრაინა. პუტინი და შოიგუ უკრაინელებისთვის დასავლეთ ციმბირში საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას გეგმავდნენ, რათა მათ ახალი ქალაქები აეშენებინათ. უდავოა, რომ რუსეთი არ გაჩერდება. სანამ ჩვენ მათ არ განვდევნით მთელი ჩვენი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, ომი არ დასრულდება”, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ ჭირდება მძიმე იარაღი.

,,უკრაინის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ კონტრშეტევას. სასწრაფოდ საჭიროა მძიმე იარაღი. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც გვეხმარება, მაგრამ დროის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა დანილოვმა.