უკრაინელ ჯარისკაცებს ბრიტანეთში წვრთნები უტარდებათ – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრიტანეთში იმყოფებიან და სწავლობენ იმ ჯავშანტექნიკის გამოყენებას, რომლითაც მისი ქვეყანა უკრაინას ამარაგებს.

,,შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამჟამად ვწვრთნით უკრაინელებს პოლონეთში საზენიტო თავდაცვის სისტემის გამოყენებაში და დიდ ბრიტანეთში ჯავშანტექნიკის გამოყენებაში”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომლებიც მასთან ერთად მოგზაურობდნენ ინდოეთში ვიზიტის დროს.

ასევე ჯონსონის პრესმდივანმა თქვა, რომ რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა წვრთნაზე.