საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 549 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 332 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 797.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 520. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.