პოლიტიკოსებთან სათხოვარი მექნება, შეძლებისდაგვარად ჩამოშორდნენ აქტიურობას ამ თემაზე და მისცენ ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება – დავით სერგეენკო

პოლიტიკოსებთან მექნება სათხოვარი, შეძლებისდაგვარად ჩამოშორდნენ აქტიურობას ამ თემაზე და მისცენ ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა, სერგეენკო აცხადებს, რომ ალბათ, ეს ასეც არის, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვაა.

,,მისი ჩამოსვლის მიზეზი ბოლომდე ჩემთვის უცნობია, ალბათ, ასეც იყო, როგორც ითქვა. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია არა ის შედეგები, რაც შეიძლება დადგეს მასთან მიმართებით, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვა, პოლიტიკური ხელოვნურად გაზრდილი ტემპერატურის ნიველირება, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული,”- განაცხადა სერგეენკომ.