ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელები მზად არ არიან, დათმონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინელები მზად არ არიან, დათმონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერძნულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ხალხი მზად არ არის, არც ერთი ჩვენგანი მზად არ არის. საზღვრები ძალადობრივად იცვლება, ასე ხდება, თორემ უკრაინაში საზღვრები არ იცვლება. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად ვართ რუსეთს დავუთმოთ ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი უბრალოდ ასე დაიღუპა. მაშინ რატომ დაიღუპნენ? და შემდეგ რუსეთი ამაზე არ გაჩერდება, თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ის ხომ ყირიმზე არ გაჩერებულა. ცოტა დასვენების საშუალება მივცეთ, სანამ 2-3 წელიწადში ახალ აგრესიას დაიწყებენ? ჩვენ ამაზე წასასვლელად მზად არ ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.