,,ოკუპანტებმა ,,აზოვსტალში” მეორე ჰოსპიტალიც გაანადგურეს – დაჭრილებს კიდურების ამპუტაცია უტარდებათ ან კვდებიან” – ,,აზოვის” ყოფილი მეთაური

მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ქარხანაში ვითარება საგანგაშოა. იქ არც მედიკამენტებია და არც სამედიცინო დახმარება, ამიტომ დაჭრილების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზა კიდურების ამპუტაციაა.

ცნობილია, რომ ამჟამად ქარხნის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი დაჭრილი იმყოფება. მათი ფოტოები გუშინ აზოვის ბატალიონმა თავად გამოაქვეყნა

,,ოკუპანტებმა თავშესაფარში მოწყობილი მეორე ჰოსპიტალიც გაანადგურეს, ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც ჭრილობები აქვთ, პირდაპირ კიდურების ამპუტაცია უტარდებათ ან კვდებიან. ეს ტანჯვაა, საშინელებაა. ისინი ახლა ნესტიან სარდაფებში იმყოფებიან, ამიტომ საჭიროა სასწრაფო ევაკუაცია აზოვსტალიდან”, – ამბობს ,,აზოვის” ბატალიონი ყოფილი მეთაური, მაქსიმ ჟორინი.