მედვედევი უკრაინის დახმარების გამო ნატო-ს ბირთვული ომით ემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის დახმარების გამო ნატო-ს ბირთვული ომით ემუქრება.

როგორც მედვედევმა განაცხადა, ნატოს იარაღის გაგზავნა და უკრაინელების წვრთნა „ზრდის ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას“.

მედვედევმა დასძინა, რომ ასეთი კონფლიქტი „შეიძლება გადაიზარდოს სრულყოფილ ბირთვულ ომში”.

„NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით გამოტუმბვა, მისი ჯარების მომზადება დასავლური აღჭურვილობის გამოსაყენებლად, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა და წვრთნების ჩატარება ალიანსის ქვეყნების მიერ ჩვენს საზღვრებთან, ზრდის NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას. ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.