,,ლეიბორისტული პარტიის” 10 წლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ივანიშვილი სანქციების კანდიდატია – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” 10 წლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ივანიშვილი სანქციების კანდიდატია – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა.

პოლიტიკოსმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, ხელი მოაწერონ ოლიგარქ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას.

,,ლეიბორისტული პარტიის” 10 წლიანმა ბრძოლამ საერთაშორისო არენზე მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ივანიშვილი სანქცირების კანდიდატია და მისი ყველა ტრანზაქცია საერთაშორისო კონტროლზეა აყვანილი.

იმედია, ჩვენ ძალიან მალე მოვესწრებით ამ რეჟიმის ჩამოშლას ზათქით და გრიალით. ხოლო მანამდე მინდა, პარლამენტში შესულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, არავის სჭირდება თქვენი მშრალი კომენტარები და ანალიტიკური განცხადებები. თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ ივანიშვილის სანქცირებაზე ჩვენს მიერ ვაშინგტონსა და ბრიუსელში არაერთხელ გაგზავნილ მოთხოვნას. მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ უფლება, დარჩეთ პოსტბიძინასეულ პერიოდში პოლიტიკურ არენაზე და ემსახუროთ ქვეყანას”  – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.