ჯონათან ჯანოგლი – თბილისში ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა, მთავრობა მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ, თანმიმდევრულად აძლევდა ხმას ანტირუსულ რეზოლუციებს

2014 წლის უკრაინის ომის შემდეგ, არასდროს ვყოფილვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მიმართ ასეთი მხარდაჭერაა, როგორიც საქართველოში აქვთ, – ამის შესახებ საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ თბილისში ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა. ასევე გამართეს დიდი დემონსტრაციები. მთავრობა მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს მთავრობა გაერო-ში თანმიმდევრულად აძლევდა ხმას კენჭისყრაზე დასავლურ, ანტირუსულ რეზოლუციებს.

ერთი სფერო, სადაც ქართველებს დავა აქვთ, არის სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს რუსეთი არ ჰყავს სანქცირებული. თუ იცით, საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, მაშინ ფაქტობრივად იცით, რომ ისინი ასრულებენ სანქციებს რუსეთის მიმართ. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ არ სურთ დიდი დათვისთვის კუდის მძიმედ მოქაჩვა, როდესაც ის ასე ახლოსაა მათთან, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას აძლევენ და უზარმაზარ დახმარებას უგზავნიან“,- განაცხადა ჯანოგლმა.