,,ეს არის ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ” – ლიეტუვამ რუსეთის ენერგორესურსებზე უარი თქვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო, ლიეტუვა 22 მაისიდან რუსულ გაზს, ნავთობსა და ელექტროენერგიას აღარ მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა Delfi ავრცელებს.

“ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება უკრაინის მიმართ, რომელიც ომშია. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენი ფულით რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსება”, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

მისივე თქმით, სინქრონიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ლიეტუვა სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწევს, ელექტროენერგიის მოთხოვნილებას საკუთარი მწვანე ენერგიის ხარჯზე დაფარავს და ექსპორტიორი სახელმწიფოც გახდება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password