ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე ძმები კაკულიები დააკავეს

სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მათ ორი ადამიანი დაჭრეს.

სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა მოტოციკლითა და ნიღბებით მათ თავს დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ორთაჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.

ცნობისთვის, ძმები კაკულები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.