შოთა თუთბერიძე – სასამართლოს განჩინებით პენიტენციურ სამსახურს დაევალა, დაუშვას „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან, ამის არ შესრულება უკვე იქნება სისხლის სამართლის საქმე

დღეს დაცვის მხარემ ჩაიბარა სასამართლოს განჩინება და პენიტენციურ სამსახურს დაევალა დაუშვას ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ელოდება, რომ პენიტენციური სამსახური ხელოვნურად შექმნის დაბრკოლებას, რათა განჩინება არ აღსრულდეს.

„არ არსებობს არავითარი გარემოება, არც კანონიერი არც უკანონო იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზები არ იყვნენ დაშვებულნი. ვცდილობთ ორგანიზებას. პენიტენციურისგან ველოდებით ხელოვნურ შეფერხებებს, ყველანაირ მიზეზს, ცხადია, უკანონოს, მათ შორის, იმისთვის ექსპერტიზის შეფერხება მოხდეს ან გაჭიანურდეს. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულება უკვე იქნება სისხლის სამართლის საქმე.

განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ანუ ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ვერც ერთი მხარე ამ განჩინებას ვერ გაასაჩივრებს, ვიდრე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.