30 700 ჯარისკაცი, 1 361 ტანკი, 3 343 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 1 ივნისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 30 700;
  • ტანკი – 1 361;
  • ჯავშანტექნიკა – 3 343;
  • საარტილერიო სისტემა – 659;
  • სარაკეტო სისტემა – 207;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 94;
  • თვითმფრინავები – 208;
  • ვერტმფრენი – 175;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 519;
  • საკრუიზო რაკეტები – 120;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2290;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 49.