გერმანიის საელჩო: საქართველოდან გერმანიაში შესვლა, ამ ეტაპზე, კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი – ვაქცინა ევროკავშირის მიერ უნდა იყოს აღიარებული

გერმანიის საელჩო საქართველოში, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ქვეყანაში შესვლის პირობებზე ინფორმაციას ავრცელებს.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა, ამ ეტაპზე, კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – წერია საელჩოს Facebook-გვერდზე.

გერმანიაში მოგზაურობის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ბმულზე.