,,ყველაზე კრიტიკულები სწორედ “ქართული ოცნების” ევროპელი პარტნიორები არიან შეფასებებში – ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება” – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ საგარეო მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინდელი დებატებისას ნათლად გამოჩნდა ის პრეტენზიები, რომელიც დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს.

როგორც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამის თაობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

,,სწორედ ასეთი ზეწოლა გამოიწვევს გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღე რჩება დაგაწყვეტილების მიღებამდე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მართლმსაჯულების პრობლემა, ზეწოლა მედიაზე და რეფორმების ჩაგდება, დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება და ეს ნათელი გზავნილებია პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ევროპელ კოლეგებში უპრეცენტო ერთსულოვნებაა. ყველაზე კრიტიკულები სწორედ ,,ქართული ოცნების” ევროპელი პარტნიორები არიან თავის შეფასებებში. „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეს გზავნილი არის შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და დემოკრატიული რეფორმების გატარება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.