როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს – კრამონი ზურაბიშვილის განცხადებაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, კრიტიკული შეფასებით გამოეხმაურა.

კრამონი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ამგვარი აღიარება საქართველოს მთავრობის დაღმასვლაზე პირდაპირ მიუთითებს.

“როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა და საქართველოს მთავრობის დაღმასვლაა”, – წერს კრამონი.