გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარია – მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო – სოზარ სუბარი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარის განცხადებით გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო.

„შესაფასებელიც არაფერია. ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი და არასასიამოვნო. სრულდება ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურები, რომელსაც მართლა არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკასთან, გარდა იმისა, რომ ადამიანი, ვის მიმართაც სამართლებრივი პროცედურა მიდის, არის პოლიტიკოსი. დანაშაული შეიძლება პოლიტიკოსმაც ჩაიდინოს და არაპოლიტიკოსმაც. კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს ერთიანი და შეუვალი“, – განაცხადა სუბარმა.