ახმეტის სოფელ მატანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა.

მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს.

გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.