ირაკლი ღარიბაშვილი პიანისტ ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პიანისტ ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს თორაძის ოჯახსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო.

მისმა საშემსრულებლო ხელოვნებამ აღიარება მოიპოვა მისი პიროვნების მასშტაბურობისა და ნიჭის დამსახურებით. ლექსო თორაძის პედაგოგიური ღვაწლი მომავალში კიდევ ბევრჯერ დაფასდება, რადგან მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად.

თანაგრძნობას ვუცხადებ ლექსო თორაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ინფორმაციაში.

69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. პიანისტი აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password