,,საიდან მოიტანეს ეს ტყუილი, თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა გვინდა?!” – კრამონი ღარიბაშვილზე

,,საიდან მოიტანეს ეს ტყუილი, თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა გვინდა?!” – ასე გამოეხმაურა ფორმულას ეთერში ევროპარლამენტრაი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიაბშვილის განცხადებას: “თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო”.

“უბრალოდ ტყუილია. წარმოდგენა არ მაქვს სად იპოვა მმართველმა პარტიამ ეს ინფორმაცია. არავის ევროპარლამენტში არ გააჩნია ინტერესი საქართველო ჩაითრიოს ომში. რატომ უნდა ჩაითრიოს საქართველო ომში? ყველას გვსურს ვიხილოთ მშვიდობა, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას სოლიდარობას უწევთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვის ჩათრევა გვსურს ომში. მე არ ვიცი ეს ნარატივი, ეს ტყუილი საიდან მოვიდა – ნამდვილად არა ჩვენი რეზოლუციიდან და განცხადებებიდან”. – აღნიშნავს კრამონი.