პოლიტიკა

მთავარია, რომ მოქალაქეები ერთ აქციაზე მაინც აუცილებლად მოვიდნენ – ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება საქართველოს და ევროკავშირის დროშები – ანა ნაცვლიშვილი

მთავარია, რომ მოქალაქეები ერთ აქციაზე მაინც აუცილებლად მოვიდნენ, გასაგებია, რომ გაერთიანება ძალიან ჭირს ამ ქვეყანაში, რომ ყველას თავის თავი ჰგონია ყველაზე მეტად ევროპული, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება საქართველოს და ევროკავშირის დროშები,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციების თარიღები არ არის დღეს პირველხარისხოვანი საკითხი, მთავარი საკითხია, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ხვალ, როცა კომისია იმსჯელებს და 24 ივნისს, როცა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მას ჰქონდეს საქართველოსთვის მაქსიმალურად დადებითი შედეგი.

“ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღის წესრიგიდან არ უნდა ჩამოვიდეს და ვერ ჩამოვა ვერც ორი, ვერც სამი აქციით. აქცია არის ერთ- ერთი საშუალება, რომ მოქალაქეებმა თავის პოზიცია დააფიქსირონ და ერთიანობა ვაჩვენოთ ამ საკითხის ირგვლივ. “ამის გვერდით არ დავდგები, იმის გვერდით არ დავდგები” რა ვითარებამდე მიიყვანა ქვეყანა, ვხედავთ,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.