პრეზიდენტის მოწოდება რომ შველოდეს, პრეზიდენტი გუშინაც აქ იყო და გუშინწინაც – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, პარტია „გირჩი“ევროპული კურსის მხარდასაჭერად პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას არ უერთდება. ისინი აქციის გამართვას დამოუკიდებლად შაბათს გეგმავენ.

„მგონია, რომ აქციის ერთიანობა მაინც არ გამოვიდა. ყველა თავის აქციას ატარებს რაღაცნაირად. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ კითხვებზე „თქვენ რატომ არ გადიხართ აქციაზე“ ძალიან მარტივად გვქონოდა პასუხი – ჩვენ ვატარებთ ჩვენს აქციას.

გაერთიანება ასე მარტივი, რომ იყოს, ხომ აქამდე გააერთიანებდა რაღაც ამ ხალხს. პრეზიდენტის მოწოდება, რომ შველოდეს, პრეზიდენტი გუშინაც აქ იყო, გუშინწინაც.. ასე მარტივი არ არის ხალხის და პოლიტიკური პარტიების ინტერესების თანხვედრა და გაერთიანება“, – აცხადებს ხვიჩია საზოგადოებრივთან საუბარში.

როგორც ცნობილია ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას საპარლამენტო პარტიებიდან მხოლოდ „ლელო“ და „მოქალაქეები“ უერთდებიან.