ყურადღება! საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

როგორც თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს მოქმედი გადახდის სისტემა იცვლება.

“გადახდის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს და მეტროს, ავტობუსს, საბაგიროს და სამარშუტო ტაქსებს მოიცავს, გვინდა უფრო თანამედროვე და მოსახერხებელი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სატრანსპორტო საშუალებებში საფასურის გადახდა აბსოლუტურად ყველა ბანკის ბარათით იყოს შესაძლებელი. ამას გარდა, ახალი სისტემა ბევრად უფრო ბევრი ფუნქციის მატარებელი იქნება, რომელიც მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებულ სრულ სურათს შექმნის, რაც ძალიან ღირებული ინფორმაციაა. ამასთან, უცხოელ ვიზიტორებს მგზავრობის საფასურის გადახდა სხვა ქვეყნის ბანკის ბარათებითაც შეეძლებათ”.

კომენტარის დატოვება