თურქეთში, ხოფა-ართვინის გზაზე ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ლოდები ტრაილერებს დაეცა, არის მსხვერპლი

თურქეთში ხოფა-ართვინის გზაზე უზარმაზარი ლოდების ჩამოშლის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ hurriyet.com იუწყება.

კლდის ჩამოშლის მომენტი ერთ-ერთი გვირაბის უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა. სატვირთო, რომელსაც ჩამოშლილი კლდე დაეცა, გზის პირას იყო გაჩერებული. ის საქართველოში მიდიოდა და რიგს ელოდა.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.