№6 პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ „ერთობლივ განცხადებას” სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 75 მსჯავრდებული შიმშილობს. უწყება აღნიშნულ ინფორმაციას რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობას უწოდებს.

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულება შიშიმშილობს 75 მსჯავრდებული არის არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობა.    

მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა დასამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.

ინფორმაციისთვის, N6 პენიტენციური დაწესებულება  არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები.

სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს  24 საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმსპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმიური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაშიდაუყოვნებლივ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწიასამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ.

N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთუფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად მედიაში გავრცელებული პატიმართა .. ,,ერთობლივი განცხადება“, არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც მისივე  მითითებული.” – ნათქვამია განცხადებაში