„კელი დეგნანის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა” – „ოცნებიდან” წასული ოთხეულის მორიგი განცხადება ამერიკის ელჩის წინააღმდეგ

„ოცნებიდან” წასული ოთხეული ამერიკის ელჩის წინააღმდეგ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებითბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არარის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამსიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველიახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა.

ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდისსაუკეთესოტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილიგავრილოვის ღამესდა არასამართლიან არჩევნებსუკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ ნაციონალური მოძრაობისმეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმისმკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედსაელჩოს მიერ არის მოფიქრებული.

.. „გავრილოვის ღამეზებევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამითერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტინიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლომეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარიაესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, .. „გავრილოვის ღამეზეძალიან ცოტასვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კიოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე.

რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არარსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარიდა რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი.

ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორცთავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინსამართლიანსეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაშიისფედისბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩინაციონალური მოძრაობისმეშვეობით გავრცელებულ დაარგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია.

ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და .. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორისდეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ისფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველჯერზე სიტყვასავარაუდოსიყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილსავარაუდო დარღვევებზერომ მიუთითებდნენ, ესელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება .. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერმოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის.

სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილიისფედისმიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასუმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილებაუწოდა და თქვა, „ისფედისმიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაციაელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.

რაც შეეხებაუმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივეპივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაცისფედისმეთოდოლოგიისმიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა დაპივიტისშედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნებისშემთხვევაში, ცესკოს დაპივიტისმონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ანპივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა დაპივიტისამდენი ხმითგაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია დაენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, „პივიტიიყო გაყალბებული.

რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, „ისფედისმიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევემოხდა. „ქართული ოცნებისლიდერებმაპივიტისცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, „პივიტისთემაზე შედგა არაერთი შეხვედრაროგორცისფედისხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. „ისფედისმაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოსპივიტისცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ასეთპირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდაპივიტისსიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებებისმოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვისამ ყველაფრის მიზეზი ნათელიახელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკურიმოლაპარაკებები, რომლებიცპივიტისგაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყოჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომპივიტისთანერთად, „ისფედმაგააყალბა კიდევერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვედასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებასხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტიდაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტოარჩევნებშიქართულ ოცნებასარა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედისფედისფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მისმიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილიქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედსეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია.

ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადებანაციონალური მოძრაობისახალგაზრდული ორგანიზაციასირცხვილიასმიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსისკლიპის შესახებ, რომლის გამოცნაციონალური მოძრაობისკუთვნილი ტელევიზიებიდაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკურირეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიასკლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიებისლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციურისცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩისირცხვილიასუკანონო პოლიტიკურრევოლუციური კლიპის გამოტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტისგამყალბებელ ენჯეოს ხელსაფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებსდა ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვსსაქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანასომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლადსაელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ესპივიტისგაყალბება იყო.

თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტსმყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევისშესაძლებლობას არავის მისცემს.”