ჩარლზ III დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე ოფიციალურად გახდა

ჩარლზ III დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე  გახდა. ელისაბედ მეორეს უფროსი ვაჟი ტახტის მემკვიდრე მისი გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად გახდა. ოფიციალურად ის  სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს სხდომაზე დღეს გამოაცხადეს.

73 წლის ჩარლზი ყველაზე ხანდაზმული მონარქია დიდი ბრიტანეთის მეფობის ისტორიაში.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.