„თურმე წესებს ვარღვევ, ბევრ კითხვას ვსვამ” – ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს

თურმე წესებს ვარღვევ, ბევრ კითხვას ვსვამ” – BMG-ის მთავარი რედაქტორი, თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის  სხდომაზე არ შეუშვეს და ამის მიზეზად პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანაშრომელმა ბევრი კითხვის დასმა დაასახელა.

არ ვიცი, რა ვთქვასაქართველოს მთავრობაში ამკრძალეს!

მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაასიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და .. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშიაუთხრეს და მითხრა). (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღესსხვაზე არაქვთ პრობლემა).

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ” – წერს თელარა გელანტია.